Saturday, May 11, 2013



პროექტის   სახელწოდება:  ,,პლანეტები  ჩვენს   ირგვლივ“
პროექტის  მთავარი  იდეა (თემა):
მოსწავლები  გაეცნო  დედამიწის, მზის სისტემისა და სამყაროს  შესახებ შეხედულებებ განვითარებას.გაეცნონ  კოსმოსური  სხეულების  მოძრაობას, აღწერონ  ზოგიერთი  ასტრონომიული  მოვლენა   მზის  სისტემაში. ჩამოუყალიბდეთ სწორი წარმოდგენა დროისა და სივრცის შესახებ. 
პროექტის  აქტუალობა: ნათლად  დაინახონ  თუ რა ხდება   ჩვენს  ირგვლივ, გაუჩნდეთ   ინტერესი   პლანეტებისა  და   სხვა   ასტრონომიული   მოვლენების  შესახებ.
პროექტის  მიზნები:
ა) შეძლებენ  მიღებული  ცოდნის  კონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებას.
ბ) ახსნიან, აღწერენ, შეაფასებენ, გამოიკვლევენ,  გადაჭრიან  მოცემულ  საკითხებს.
გ) შეძლებენ  შეძენილი  ცოდნის  სისტემაში  მოყვანას.
ვადები/ ხანგრძლივობა : ერთი  თვე.
მოსალოდნელი   შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:
მოსწავლეები  შეძლებენ კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერას  მზის სისტემაში.
მოსწავლეები  შეძლებენ  დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილებაზე მსჯელობას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს მოდელებს და აღწერს  მთვარისდედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში;
·         ასახელებს და აღწერს კოსმოსურ სხეულებს (მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტ, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე;
·         ქმნის მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვითი ღერძის  და მზის გარშემო;
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
წიგნები:  ენციკლოპედია,  გარემო  და სამყარო, სკოლის  სახელმძღვანელო.
ინტერნეტი, ვიდეოკამერა, რვეული, კალამი, ფანქარი, საშლელი,  თაბახის  ფურცელი, პრინტერი, ფლომასტერები.
პროექტის  მსვლელობა( ძირითადი  აქტივობები):
პირველი  ეტაპი:  გავაცნობ  პროექტის  მიზანს, მოვახდენ მის  მოკლე  მიმოხილვას.  თითოეული  მოსწავლე  წარადგენს  თემას, რომელიც  უნდა  მოიცავდეს  მოკლე  ინფორმაციას  მის  მიერ  არჩეული  პლანეტის   შესახებ, ასევე   მათ   უნდა   დახატონ   პლაკატი   ,, პლანეტები  მზის  სისტემაში.’’
მეორე ეტაპი: მას  შემდეგ რაც   მოაგროვებენ  საჭირო მასალას  ვატარებთ     გაკვეთილს.
გაკვეთილის   გეგმა:
 აქტივობა:  შესავალი  (დრო  5  წუთი)
।। აქტივობა: პრეზენტაცია  ( დრო  20  წუთი)
।।। აქტივობა: ჯგუფური  სამუშაო ,,აღმოაჩინე  შეცდომები  და  დაალაგე  პლანეტები  თანმიმდევრობით’’ ( დრო  1 წუთი),  შეფასება  ( 2 წუთი)
V აქტივობა: პატარა  მოთხრობის  ,,მოგზაურობა   კოსმოსში’’   შედგენა. (დრო  3 წუთი) .  შეფასება  ( 6 წუთი)
V აქტივობა: კროსვორდის  ,,ციური  სხეულები’’-ს  შევსება.  (დრო  2 წუთი ). შეფასება  (2 წუთი)
V აქტივობა: თვითშეფასება  ( 2 წუთი )
V।। აქტივობა: შეჯამება. ( 2 წუთი )
პროექტის  ხელმძღვანელი: ირმა  ხითარიშვილი.
ხელმძრვანელის  ელ.ფოსტა:  irmakakachishvili@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ ბლოგი:irmakakachishvili